
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
გია ვოლსკი: ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს
ნაციონალური მოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, სახელი დარჩა, მაგრამ როგორც ასეთი ერთიანი მოძრაობა აღარ არსებობს. ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც დანაშაული ჰქვია, მძიმე დანაშაულების პერიოდს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მეტ რესურს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ერთნი, რომელიც ყრილობას ატარებენ და უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, თუ მეორენი, რომლებმაც ყრილობა უკვე ჩაატარეს და აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




