
ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში შეუფერხებლად მიმდინარეობს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მირანდა მესხიას განცხადებით ამდროისთვის,ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისი განცხადებით ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის უბანზე ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 9054-ს შეადგენს. რაც შეეხება 68-ე უბანს ხმის მიცემის პროცესის 8 წუთის დაგვიანებით დაწყებას, როგორც მესხიამ თქვა, ეს იყო მცირე ტექნიკური ხარვეზი და ახლა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მესხიას განმარტებით, მე-9 უბანზე ხმაური გამოიწვია დამკვირვებლების მიერ კომისიის ფუნქცია-მოვალეობებში უხეშად ჩარევამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 70 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 116 525-ია.
ავტორი – ირაკლი გუნია




