• October

    26

    2024
  • 67
  • 0
მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს, ჩვენს კოორდინატორებს ხელს ნუ უშლიან ამომრჩეველთა მობილიზებაში, მათი მხრიდან ეს არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით

მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს, ჩვენს კოორდინატორებს ხელს ნუ უშლიან ამომრჩეველთა მობილიზებაში, მათი მხრიდან ეს არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით

მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს, ნუ დასდევენ ჩვენს კოორდინატორებს, ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უშუალოდ პარტიის დავალებით ხდება ამომრჩევლის მობილიზება და ამაზე პასუხისმგებლობას სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“.

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები დასდევენ ჩვენს კოორდინატორებს და ამბობენ, რომ მათ აქვთ სია. უნდა გავიგოთ, რომ სიის ქონა არანაირი დანაშაული არ არის. დიახ, ჩვენს აგიტატორებს, კოორდინატორებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი მომხრეების სიები, რომლებიც ჩვენს აქტივს შედგენილი აქვთ ჩვენი, მათ შორის პირადად ჩემი მითითებების, თხოვნის თუ დავალების საფუძველზე. მათ ამ სიის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ ამომრჩევლების მიყვანა. ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთ-ერთი დავალების მიმცემი თუ თხოვნის გამხმოვანებელი მეც ვარ, როგორც აღმასრულებელი მდივანი – ვსაუბრობ პარტიულ სტრუქტურაზე. ჩემი უშუალო დავალებითაც ხდება ამომრჩევლის მობილიზება, სრულიად ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას და სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას, რომ აქვს მილიონზე გაცილებით მეტი ამომრჩევლის სია. ეს კოორდინატორს თუ არ ექნება ხელში, მე ხომ არ შევეხმიანები მილიონზე მეტ ამომრჩეველს?

მილიონზე გაცილებით დიდი სიაა და ისინი ეხმიანებიან, უზრუნველყოფენ მათ გამოცხადებას არჩევნებზე, ზოგ შემთხვევაში, სთხოვენ, ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ, თუ ვერ ახერხებს მისვლას საარჩევნო უბანზე. ეს არ არის დარღვევა. ყველას შეუძლია, საკუთარი ამომრჩეველი დაამობილიზოს და ეს არის ლეგიტიმური საქციელი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე მიმართა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიებს და სხვა დამკვირვებლებს, დააფიქსირონ დარღვევები.

„ვთხოვ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას, ასევე ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, დააფიქსირონ ფაქტები, როგორ დასდევენ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, ჩვეულებრივი ზონდერები ჩვენს კოორდინატორებს, ამუნათებენ სიის ქონაზე, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor