• October

    27

    2024
  • 63
  • 0
ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა – წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო

ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა – წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.

შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.814 % (182 839 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.771% (161 215 ხმა).

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor