
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.




