• September

    27

    2023
  • 98
  • 0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთმა სომხეთთან მიმართებით აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო

რუსეთმა სომხეთთან მიმართებით აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის მთავრობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა მომდევნო კვირაში.

„ეს არის ის, რაც ჩვენ საჯაროდ ვთქვით, გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე მზად იქნებოდა რთულ კომპრომისებზე წასასვლელად. ცხადია, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გვინახავს. მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ისინი შეხვდნენ და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor