• October

    28

    2024
  • 85
  • 0
რატი იონათამიშვილი – „ისფედი“ აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია

რატი იონათამიშვილი – „ისფედი“ აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ისფედი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, „ისფედმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზანმიმართულად იცრუა, რითიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ხელი შეუწყო და ახლა პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ს მიერ დადებული შედეგები მართალია.

„მათ ეს კარგად იციან, მაგრამ ახლა არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არ აწყობთ და პარალელური დათვლის შედეგებს მალავენ, რადგან ერთსა და იმავეს ორჯერ ვერ გააყალბებდნენ. ფაქტობრივად, „ისფედი“ შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია. მათი მიზანი და დავალებაა, რომ რაიმენაირად სიმართლე დამალონ და ტყუილის მხარეს დადგნენ. ტყუილის მხარეს მდგომი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკური პარტიები მძიმედ დაამთავრებენ“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor