
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ფაინენშალ თაიმსი“ – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას „გაყინვით“ აპირებს
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას „გაყინვით“ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის გუნდის გეგმების მიხედვით, კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს ავტონომიური ზონებისა და დემილიტარიზებული ზონების შექმნით საზღვრის ორივე მხარეს, მაგრამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე.
ტრამპის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, გეგმა შეიძლება, იყოს 2014 და 2015 წლების მინსკის წარუმატებელი შეთანხმებების ხელახალი წარმოდგენა. ამჯერად, იქნება აღსრულების მექანიზმები, რომ შედეგები მოჰყვება შეთანხმების დარღვევას. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა აიძულონ პუტინი მოლაპარაკებაზე, პენტაგონის თანაშემწე ტრამპის პირველ ვადაში, ელბრიჯ კოლბი ვარაუდობს, რომ ტრამპი შეიძლება, დაემუქროს რუსეთის ეკონომიკას ნავთობისა და გაზის ფასების შემცირებით.
„პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ბერკეტები და ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ეკონომიკური ბერკეტები რუსეთზე“, – აცხადებს ელბრიჯ კოლბი.





