• October

    29

    2024
  • 81
  • 0
ვიქტორ ორბანი – ვულოცავ საქართველოს მთავრობას, რომ პროევროპული პოლიტიკის განხორციელებისას არავის მიეცით საშუალება, ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ საქართველოს მთავრობას, რომ პროევროპული პოლიტიკის განხორციელებისას არავის მიეცით საშუალება, ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, რადგან მეზობელ ქვეყანაში ხდება ეს ამბავი. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანის თქმით, ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა.

„არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, უნგრეთშიც ასეა. ასევე, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არავის მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დახმარება აღმოგიჩინოთ. უნგრელი ექსპერტები გამოვაგზავნეთ თბილისში და ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც ვიზიტით იყვნენ ჩვენთან და დაძმობილების პროგრამაში ჩაერთვნენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor