• October

    29

    2024
  • 70
  • 0
„როიტერი“ – სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სთხოვა, შეეცვალა ფორმულირება ტაივანთან დაკავშირებით საუბრისას

„როიტერი“ – სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სთხოვა, შეეცვალა ფორმულირება ტაივანთან დაკავშირებით საუბრისას

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვა, შეეცვალა ფორმულირება ტაივანთან დაკავშირებით საუბრის დროს. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, მედიის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, სან ფრანცისკოში ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც ჩინეთის ლიდერი, თავის გუნდთან ერთად, ამერიკელ კოლეგებს ამ საკითხზე ესაუბრა.

როგორც „როიტერი“ წერს, კონკრეტულად კი საუბარია აშშ-ის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, ჩინეთს კი სურს, აშშ-მა განაცხადოს, რომ აშშ წინააღმდეგია ტაივანის დამოუკიდებლობის.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტის გუნდი არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს, თუმცა აშშ-მა ფორმულირების შეცვლაზე უარი განაცხადა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს კითხვა აშშ-ის მთავრობას უნდა დაუსვან და ჩინეთის პოზიცია ტაივანის საკითხზე ნათელი და თანმიმდევრულია.

რაც შეეხება აშშ-ს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რჩება თანმიმდევრული ჩვენი ხანგრძლივი ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„როიტერი“ წერს, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარზე უარი განაცხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor