• October

    29

    2024
  • 45
  • 0
ვიქტორ ორბანი განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს კურსს მისი სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ

ვიქტორ ორბანი განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს კურსს მისი სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

ვიქტორ ორბანი უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს. პირისპირ შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველო-უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

ირაკლი კობახიძის მხრიდან ხაზი გაესვა ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას. კობახიძის განცხადებით, უნგრეთი მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის რჩება საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებას და ითქვა, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც დაეთმობა ყურადღება.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.

ვიქტორ ორბანმა ,,ქართულ ოცნებას” დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და თქვა ისიც, რომ ქვეყანამ პროევროპული პოლიტიკის განხორციელების პირობებში არავის მიცა საშუალება, რომ მეორე უკრაინად გადაქცეულიყო.

,,საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა”,-აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ ფონზე, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოსადმი მეგობრობა ეჭვს არავიში იწვევს და სტუმარ-მასპინძლობა ტრადიციაა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მაინც გამოჩნდნენ კონკრეტული პროვოკატორები, რომელთათვისაც ტრადიციული ფასეულობების დაცვა, არაფერს ნიშნავს, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა :

რადიკალური ოპოზიციის მცირე მხარდამჭერთა ჯგუფმა გუშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტთან” პროტესტის ნიშნად პროვოკაციული აქცია მოუწყვეს.

სასტუმროსთან განვითარებული მოვლენები აქტიურად გააშუქეს რადიკალების საყრდენმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა და აქციას მოქალაქეების პროტესტი უწოდეს. არადა. ყველამ კარგად იცის, რომ მსგავსი მდაბიო და მცირე რიცხოვანი აქციების ორგანიზებით, ვინც არის დაკავებული.

როგორც ირკვევა მათი გაღიზიანება თბილისში ჩამოსული ვიქტორ ორბანის განცხადებებმა გამოიწვია, რომელმაც ,,ქართულ ოცნებას” არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. უსამშობლო ძალებს ძალზედ აღიზიანებთ, რომ უნგრეთი მუდმივად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და აკეთებს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე ევროინტეგრაციისკენ სვლის მიმართულებით. 

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor