
რადიკალების უშედეგო და პროვოკაციული პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მე-11 მოწვევის პირველი სესიისთვის ემზადება
26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, სადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალამ – ,,ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ, შედეგად მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომის ჩასატარებლად ემზადება.
პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში უნდა ჩატარდეს, თუმცა, როგორც წინა, ასევე, ამ შემთხვევაშიც, რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზეა გადასული და საპარლამენტო სიების ჩახსნას აანონსებს.
შეგახსენებთ, არჩევნებში ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა.
მე-11 მოწვევის პარლამენტში კი, მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
,,ქართული ოცნება,,-89 მანდატი,
კოალიცია ,,ცვლილებებისთვის,,-19 მანდატი.
,,ნაციონალური მოძრაობა,,-16 მანდატი.
,,ძლიერი საქართველო,,-14 მანდატი.
,,გახარია საქართველოსთვის,,-12 მანდატი.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





