• October

    31

    2024
  • 79
  • 0
ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში რადიკალური მეთოდებით ერევა

ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში რადიკალური მეთოდებით ერევა

ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და ისევ მწვავე გზავნილები საქართველოს შესახებ, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა. დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი, როგორ შესრულდა ნოემბერში გაცემული ცხრა პუნქტიანი გეგმა და უნდა ელოდეს, თუ არა კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირისგან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდებებზეც არის საუბარი.

ნათქვამია, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები აღდგება მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება” გაიწვევს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” შესახებ კანონებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ეს პროცესი აღდგება, მაშინ, თუ ხელისუფლება შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას.

ანგარიშში ჩაიწერა ისიც, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის მიზნებს იყო აცდენილია.

ამავე დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ევროკავშირი დარღვევებზე მიუთითებს და საუბრობს, არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამოძიებაზე.

მმართველი პარტიისთვის ეს ბუნებრივია, მორიგი უსამართლო ანგარიშია, რომელსაც ქართული საზოგადოება არ იმსახურებს.

,,ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში დასავლეთის მხრიდან უხეში ჩარევაა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor