• October

    31

    2024
  • 92
  • 0
რადიკალების დაანონსებული პროტესტი ვერ შედგა – ქართულმა საზოგადოებამ მათ მავნებლურ ვნებებზე უარი განაცხადა

რადიკალების დაანონსებული პროტესტი ვერ შედგა – ქართულმა საზოგადოებამ მათ მავნებლურ ვნებებზე უარი განაცხადა

რადიკალების დაანონსებული პროტესტი ვერ შედგა – ხალხი ქუჩაში არგამოდის. ამის შემდეგ მათი მთავარი გეგმა ტრადიციულად უწყვეტი პროტესტი რჩება, რომელზეც ბრძანება ,,ვივამედის” კლინიკის პალატაში მყოფი ბელადისგან გაისმა.

სააკაშვილი დროის დაკარგვის ფაქტორზე და პროცესების ქუჩაში გადატანისკენ მიუთითებს. ქვეყანაში არსებული პროცესები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების იდენტურია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დაანონსებული პროტესტი ვერ შედგა. წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად რადიკალებს სათავეში პრეზიდენტი უდგას და ყველა ერთად – ქვეყნის მტრები ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც რადიკალების მორიგ ,,ფეიქ” კამპანიას ნათელს მოჰფენს. მათ მხოლოდ ისღა დარჩენიათ უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, რაც ერთისმხრივ, მათი ამომრჩევლების უპატივცემულობაა.

,,რადიკალების მხრიდან სასაცილო და აბსურდული ქცევა”- ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი ხალხის მტრების განცხადებებს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე.

,,ქართული ოცნება” დესტრუქციული ძალების მარცხზე მიუთითებს და ომსა და მშვიდობას შორის გაკეთებული არჩევანისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის.

რადიკალების საზრუნავი მარტო ვერ შემდგარი პროტესტის შექმნა და საპარლამენტო ბოიკოტი არაა, ისინი აქტიურად იბრძვიან სოციალურ ქსელებში და აბულინგებენ მათგან განსხვავებულ აზრს. თუმცა საზოგადოების არჩევანმა მათი გეგმები შეაჩერა. ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს მათ მავნებლურ მისწრაფებას უარი უთხრა – 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, უარი ომს და საზოგადოების მორალურ დეგრადაციას. ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა და ის გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპაში სვლას გულისხმობს, ამიტომ მათი ყველა რადიკალური ქმედება შეფასდება სახელმწიფოს ღალატად, რომლის მიზანი ქვეყნის განადგურება და მტრის წინ მარტო დგომაა, ისე როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ვიხილეთ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor