• October

    31

    2024
  • 59
  • 0
სერგეი ლავროვი – უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს

სერგეი ლავროვი – უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს

უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების სერიოზული ფაქტორი იქნება მომავალი შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ხელშეკრულება მზადდება ხელმოწერისთვის უახლოეს მომავალში. იქ დადასტურდება მხარეთა სურვილი თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რეგიონულ და გლობალურ დონეზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor