
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე : ,,არჩევნების დელიგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს მერე გიწევს თავის მართლება
,,არჩევნების დელიგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება”-ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედი,,-ს ეთერში გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში ისაუბრა ,,სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგებზე.
როგორც პრემიერი ამბობს, 700 000 ამომრჩევლიდან ,,ისფედმა” ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მხოლოდ 25 შემთხვევაში დააფიქსირა.
ირაკლი კობახიძე ინტერვიუში არჩევნების შედეგების აღიარებასაც გამოეხმაურა.
,,არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებული იქნა საერთაშორისო დამკვირებლების მიერ. ეუთო/ოდირის საერთო შინაარსი არის პოზიტიური, ბაია პატარაია, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ID-ი ბარათის ციფრი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატში, იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილის შიშით ზარს სცემდე მისულ ამომრჩეველს” ,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




