• November

    2

    2024
  • 59
  • 0
მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის

მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის

მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხუთი დღის წინ დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად, განადგურდა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო- სამაშველო ოპერაციებში უკვე 1,700-ზე მეტი ჯარისკაცია ჩართული.

„ბიბისი“ წერს, რომ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე ესპანეთი ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 205-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ვალენსიასა და მის მიმდებარედ, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს, Aemet-ის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყალდიდობა ასეთი ძლიერი აღმოჩნდა, არის ნალექის ნაკლებობა მთელი წლის განმავლობაში.

„ბიბისის“ ცნობით, ვალენსიის მახლობლად მდებარე ჩივას რეგიონში რვა საათის განმავლობაში იმდენი ნალექი დაფიქსირდა, რამდენიც, ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor