• November

    2

    2024
  • 56
  • 0
ერაყის პროირანული დაჯგუფების, „ალ-ნუჯაბას“ მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ერაყის ისლამისტური დაჯგუფებები ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად, თეირანთან სრულ კოორდინაციაში არიან

ერაყის პროირანული დაჯგუფების, „ალ-ნუჯაბას“ მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ერაყის ისლამისტური დაჯგუფებები ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად, თეირანთან სრულ კოორდინაციაში არიან

ერაყის პროირანული გასამხედროებული დაჯგუფების, „ალ-ნუჯაბას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ერაყის ისლამისტური დაჯგუფებები თეირანთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან „შესაფერის დროსა და ადგილზე“ ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის მისაყენებლად.

„ისრაელი როდესაც თავს დაესხა ირანს, მან დაარღვია ერაყის საჰაერო სივრცე და საერთაშორისო ნორმები, აშშ თანამშრომლობდა მასთან, მიუხედავად ერაყთან არსებული უსაფრთხოების შეთანხმებებისა. ირანს აქვს უფლება, თავს დაესხას ისრაელს ერაყის ნებისმიერი წერტილიდან“, – განაცხადა „ალ-ნუჯაბას“ პოლიტიკური ბიუროს წევრმა, ჰაიდერ ალ-ლამიმ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საავიაციო დარტყმები განახორციელა, რაც პასუხი იყო პირველ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ 200-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც თეირანმა ისრაელს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის გამო ესროლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor