• November

    3

    2024
  • 117
  • 0
იურისტი გრიგოლ გაგნიძე ზურაბიშვილის პროკურატურის მიმართ უკანონო ქცევაზე საუბრობს და ქვეყნის ,,მაიდანიზაციის” შესაძლებლობას განუხორციელებლად მიიჩნევს

იურისტი გრიგოლ გაგნიძე ზურაბიშვილის პროკურატურის მიმართ უკანონო ქცევაზე საუბრობს და ქვეყნის ,,მაიდანიზაციის” შესაძლებლობას განუხორციელებლად მიიჩნევს

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში იურისტი გრიგოლ გაგნიძე აფასებს. ბატონი გრიგოლი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ფაქტები არ არსებობს, ხოლო ის ქცევა, რასაც ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ავლენს არის ცილისმწამებლური და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 

ბატონო გრიგოლ, როგორც ინტელექტუალმა იურისტმა შეგვიფასეთ ოპოზიციის მიმდინარე ქცევის მოდუსი და მიზნობრიობა ?

-ოპოზიცია მტკიცებით ფორმაში ყვირის, რომ არჩევნები გაყალბდა. იქ იურისტები არიან და ასევე, ,,ნაცების” თანამდებობის გარეშე დარჩენილი პოლკოვნიკებიც, მაგრამ არ სცემენ პატივს არაფერს, ოღონდ თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამას ვიძახი პატივცემულ კოლეგა იურისტებზე, უმაღლეს კვალიფიციურ იურისტებზე, რომლებიც ოპოზიციას ჰყავს.

ამ ,,ვაი” ოპოზიციას უხარისხო შოუების დადგმის მეტი არაფერი დარჩენია, ხოლო კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი პრეზიდენტი საკუთარი დამკევეთებისადმი ანგარიშ ვალდებულებას საქართველოს ღალატით ასრულებს. 

რას გვეტყვით იმ ქმედებებზე, რასაც არჩევნების კვალად მიმართავს დესტრუქციული ოპოზიცია, ან რა მოლოდინი გაქვთ ,,მადამ” პრეზიდენტისგან ?

-მოკლედ, პროფესიონალები ასე იქცევიან, იურისტმა უნდა გამოთქვას დასაბუთებული ვარაუდი და თუ სიყალბეა არჩევნებში, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, სასამართლომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა. ფაქტობრივად, როცა საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კი მოუწოდებენ, რომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან და გამოძიების პროცესთან, ეს ყველა შერაცხადისათვის გასაგები უნდა იყოს. უნდა მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რაც იცის და თუ არ იცის და აბრალებს სახელმწიფოს ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენას, მაშინ პრეზიდენტობა არ შეიძლება იყოს ინდულგენცია დ პასუხისმგებლობა, თუნდაც პოლიტიკური, აუცილებლად, უნდა დადგეს.

მინდა გითხრათ, რომ ცესკომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და მასალები გადაუგზავნა პროკურატურას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იყო ერთი ორი შემთხვევა მარნეულში და ამ პირებს შეეფარდათ პატიმრობა. აუცილებელია, რომ ასეთი პრეცენდენტები სამომავლოდაც იქნას გათვალისწინებული.

იძახიან არ ვენდობით პროკურატურასო და თუ რაიმე მოხდა ქვეყანაში, ეს გამოძიებული უნდა იქნას ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. თუ თვლი, რომ არჩევნები გაგიყალბეს და არ თანამშრომლობ გამოძიებასთან, არის სხვა ინსტანციაც და შეგიძლია მიმართო სტრასბურგის სასამართლოს.

რა აზრის ბრძანდებით ოპოზიციური რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციებზე ?

აქციების დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გადიან სამართლებრივი ჩარჩოებიდან. მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა და არ ელოდებიან სამართლებრივ შედეგებს და ამიტომ გარბიან ქუჩის აქციებზე, რომ გადაზარდონ დაპირისპირებები, ეს მიზანი ჰქონდათ მათ.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სიტყვის თავისუფლება არის დაცული. ამაზე მიუთითებს ბევრი ოპოზიციური პარტიის არსებობა, ბევრი ტელევიზია, მათ შორის კრიტიკული, ლიბერალური, თუ კონსერვატიული შეხედულებების მქონე მედია საშუალებები. ერთი სიტყვით, დღეს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არ დაუშვას ის გადაცდომები, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, გახსოვთ ხომ ? 26 მაისი და დასისხლიანებული ხალხი და სწორედ ამისთვის მოეთხოვა პასუხი წინა ხელისუფლებას.

დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისე მოტივირებული, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი ისე, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება. ჩემი აზრით, ყველა მშვიდობიან მომიტინგეს ( თუ ვინმე იქნება კარავში ) უფლება იქნება დაცული. თუ, რა თქმა უნდა, ისინი არ გასცდებიან კანონის ფარგლებს, როგორც ეს უკვე ვნახეთ, მათ შორის ცეცხლწაკიდებული სამართალდამცავები და ეს არ გამეორდება, რადგან სახელმწიფოს რეაგირება იქნება მწვავე.

იმდენად, რამდენადაც ჩვენ ბოლო წლების განცხადებები გვახსოვს, უნდოდათ საქართველოს ომში ჩართვა. ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეინარჩუნა სიმშვიდე. ჩვენ ასევე წლების განმავლობაში მოვისმინეთ არა ერთი დესტრუქციული განცხადება, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს აქციები ,,მაიდანიზაციაში” არ უნდა გადაიზარდოს.

რა იქნება თქვენი შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისადმი გამოვლენილი ქცევის გამო ?

ვგმობთ ცესკოს მოხელეებზე ბულინგს, მუქარას, შანტაჟს… მოვუწოდებთ, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს დაგმონ ცესკოს თანამშრომლებზე უსამართლო და უკანონო თავდასხმები, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჟიტირებულად მიიქცია სართაშორისო საზოგადოების რამდენიმე ქვეყნის ( მეგობრების თუ მტრების ) ყურადღება და პროცესი ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ აუცილებელია, გააფრთხილოს ცესკოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ოპოზიციის მომხრეები, თუ სხვა პირები სისხლის სამართლის დანაშაულის პასუხისმგებლობაზე, თუ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, დანაშაული და სიყალბე არ დადასტურდა. მეტიც, თავად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ინფორმაციის მიმწოდებელ პირებს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით აღმოჩნდება სიცრუე და ტყუილი.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერის, ბატონი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს: იგი ატყუებს მოქალაქეებს და ცდილობს სიცრუე სიმართლედ წარმოაჩინოს, რაც არა ერთხელ უკადრებია, სინამდვილეში კი, გადასატანი ყუთის საარჩევნო უბანზე მიტანის შემდეგ, ვიცით, რომ კონკრეტული უბნის საარჩევნო ყუთში ხდება ვიდეოზე ასახული მეთოდით ბიულეტინების მოთავსება, რაც არანაირ კანონდარღვევას არ შეიცავს. მე, ეს კარგად ვიცი, რადგან ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ვიყავი 2020 წელს და პრეზიდენტთან არსებული ცესკოს წევრთა შესარჩევი კომისიის წევრი 2019 — 2021 წლებში.

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor