
ექსკლუზივი – ,,PSP” სირაქლემის პოზაშია, თუმცა მოსახლეობა პასუხს მოითხოვს
როგორც უკვე იცით, ჩვენ არაერთი სტატია მივუძღვენით ფარმაცევტული კომპანია ,,PSP”-ს საქმიანობის ზოგოერთ საეჭვო გარემოებებს ( იხ: ,,ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება” ? ექსკლუზივი – ,,PSP”-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს უკიდეგანო სიხარბეში ადანაშაულებენ და ხალხის უკიდურეს გასაჭირზე კაპიტალიზებაში სდებენ ბრალს” ? ექსკლუზივი – ,,PSP”-ში ქაოსი სუფევს და ,,ყველას თავის ძვალი აქვს საღრღნელი ” ) .
მიუხედავად, ბრალდებების სიმძიმისა და იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენი კომპეტენტური წყაროს მოწოდებული ინფორმაციების თანახმად, ეს კომპანია კარტელურ გარიგებებში და ფასების არაგონივრულ ზრდაში იმხილება, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ, ვერც მფლობელისაგან და ვერც მენეჯმენტისაგან, რაიმენაერი კომენტარის ან კითხვებზე პასუხების მოპოვება.
ამდაგვარი თავის არიდება ბრალდებებზე პასუხების გაცემისაგან, იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად პასუხები, რაც საზოგადოებას დააკმაყოფილებდა, ამ კომპანიას, არც გააჩნია, ან პასუხები იმდენად წამგებიანია, რომ ურჩევნიათ ყველაფერი უპასუხოდ დატოვონ.
თუმცა, ჩვენ, როგორც პასუხისგებლიანი ჟურნალისტები, უპასუხოდ, ამ ექსკლუზიურ ინფორმაციას ვერ დავტოვებთ, რომელიც არაერთმა სანდო წყარომ მოგვაწოდა, რადგანაც კარგად ვუწყით, თუ რა სახის განუკითხაობამდე შეიძლება მივიდეს დიდი საბაზრო ძალის მქონე კომპანია, რომელიც თავს უფლებას მისცემს კანონის გვერდის ავლით შევიდეს კარტელურ გარიგებებში და ბოროტად გამოიყენოს საკუთარი საბაზრო დომინაციის ძალა, ისე, რომ არასამართლიანი პრივილეგიები მიანიჭოს მისთვის სასურველ კომპანიებს, ან პირებს და ამის ხარჯზე, სხვა პირები თუ სუბიექტები არაკონკურენტულ გარემოში მოაქციოს და დე ფაქტო აზარალოს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ნაწილი, რომელთა უმეტესობაც გახლავთ ფარმაცევტული კომპანიის მომხმარებელი, ვის რიცხვს მიეკუთვნებიან კიდეც ასაკით პენსიონერები, სხვა ხანში შესული პირები, შშმ-პირები და მძიმე დაავადების მქონე პაციენტები.
სწორედ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, ჩვენ ვალდებული ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და რაკი ,,PSP” ემალება ჩვენს კითხვებს და არ უნდა პასუხი გასცეს საზოგადოებას, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისეთი ქმედება, რაც მათ პასუხების გაცემის რეალური აუცილებლობის წინაშე დააყენებთ.
აღნიშნულ გზაზე, ჩვენი დამფუძნებლისა და სამართლებრივი გუნდის რჩევით, გადავწყვიტეთ, რომ უშუალოდ ამ პრობლემის გამო მივმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს – ,,PSP”-ს კომპანიის მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი ქმედების სავარაუდო ფაქტის დადასტურების, ან უარყოფის მოთხოვნით, რაც საბოლოოდ, ნათელს მოჰფენს არსებულ რეალობას და უზრუნველყოფს კანონშესაბამისად ჭეშმარიტების დადგენას.
შპს ,,PSP-ს” კი, ბოლო ვადას ვაძლევთ და მოვუწოდებთ :
უახლოეს დროში უზრუნველყოს მათ მიმართ დაგროვილი კითხვების კვალიფიციური და ადეკვატური პასუხების გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გაკეთება ბრალდებულ კომპანიას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის სააგენტოს წინაშე მოუწევს.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი





