• November

    4

    2024
  • 78
  • 0
კარავში შესული გვარამიას რადიკალური ,,რხევები” ფიასკოსთვისაა განწირული

კარავში შესული გვარამიას რადიკალური ,,რხევები” ფიასკოსთვისაა განწირული

რადიკალების ნაცნობი სცენარი უცნობი გეგმით – დასავლეთის აგენტები ოპოზიციის რიგებში კვლავ ქვეყნის დესტაბილიზაციის სამზადისში არიან.

ნიკა გვარამიას დაანონსებული აქციისთვის კარვები შეძენილია. პარლამენტთან დაგეგმილ აქციას, რომელსაც სიტყვის თავისუფლებასთან და მით უმეტეს, ევროპულ ღირებულებებთან კავშირი, რომ არ აქვს, ამაში დარწმუნებულია ,,ქართული ოცნება”, რომელიც რადიკალების გეგმას ამხელს და მათი მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების აქამდე აუსრულებელ ოცნებაზე საუბრობს.

რადიკალები და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, რომლებსაც ე.წ დამოუკიდებელი მედია მთელს საქართველოდ წარმოაჩენს, რუსთაველის გამზირზე კვლავ იმ მოტივით იკრიბებიან, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს. ისინი განაგრძობენ ბრალდებებს და არჩევნების ე.წ გაყალბების ამსახველ ყალბ ფოტო ვიდეოსა და აუდიო მასალას ავრცელებენ, თუმცა, ამ ფონზე, არ თანამშრომლობენ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან.

ძველ ფორმაშია ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც აქციის ფინანსური ნაწილი ჩაიბარა და სოციალური ქსელებით მოქალაქეებს თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა. აღნიშნული თანხები, როგორც ჟორჟოლიანის სტატუსებიდან ირკვევა, რეგიონებიდან მოქალაქეების დედაქალაქში ჩამოყვანას მოხმარდება.ზოგისთვის სერიოზული, ზოგისთვის კი, ღიმილის მომგვრელია რადიკალების ყალბი აქცია და დაანონსებული კარვები.

ამ ყველაფერს არასერიოზულად მიიჩნევს დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი. ვინ შედის და ვინ არ შედის, გვარამიას ,,სიცრუის კარავში”, ეს საკითხიც ცალკე განხილვის თემაა.

გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ აქციას შეუერთდებიან, მაგრამ კარვებში არ მოთავსდებიან, რადგან ისინი ბრძოლის სხვა გზას ირჩევენ. რომ არა აუხდენელი სურვილი და უკრაინული მაიდანის პროექტი, რეალურად საბრძოლველიც არაფერია, რადგან მათი ბრალდებები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

რადიკალები ახლა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს უპირისპირდებიან, რომლებმაც 26 ოქტომბერს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor