• September

    29

    2023
  • 135
  • 0
გია ვოლსკი – ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში

გია ვოლსკი – ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში

ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი იმეორებს, რომ გარკვეული ხალხის ჯგუფით კიდევ შემოჭრება პოლიტიკაში.

„არ მგონია, რომ დალაგებული აზრია, რაც გამოხატა. ცოტა აბდაუბდას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის შეფასებას. საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა ამა თუ იმ მიზეზით, არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა. ეს ამოცანა მისი ხედვით არის ის მთავარი რესურსი, რაც გამოაცოცხლებს ან გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას.

მას არანაირად არ ენდომება, რომ ვინმე სხვა იკავებდეს ან აჯდებოდეს, თუ მოაჯდეს ამ ტალღას, ნებისმიერი ტალღა უნდა, თავისთვის გადმოქაჩოს, რომ თავად იყოს პირველი და ლიდერი. ფაქტია, ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, არც ლევან ხაბეიშვილისთვის და არც ნიკანორ მელიასთვის არ ემეტება. სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი რაიმე მიზეზით გამოსვლები მაინც შედგება, ის არის ლიდერი და არა ნებისმერი სხვა.

ახალი ადამიანების შემოყვანა და გაჯანსაღება არ შველის იმას, რომ არსებობს სისხლის ლაქა, რომელიც მან დაამჩნია საქართველოს მისი მმართველობის პერიოდში. ის იყო სადისტი ადამიანი, არის ასეთივე განწყობის, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანი, თუკი ეს მას დასჭირდა, აწამოს და მოკლას. თავის ხელით არა, ჰყავს ამისთვის შესაბამისი ჯგუფები, ჰყავდა შექმნილი და ეს თემა მისთვის მთავარია. ლიდერის პოზიციის დაკარგვა მას არ უნდა და კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ ახალი ხალხით, არა მარტო თვითონ ბარონ მიუნჰაუზენის აზრებით, არამედ გარკვეული ხალხის ჯგუფით კიდევ შემოჭრება პოლიტიკაში. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტალღა, რიმელიც აგორდება, მისი აზრით, იქნება ის ტალღა, რომელიც საკაშვილს აიტაცებს ზეცაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ძველი სახეების მოფერებით და ახალი სახეების შემოყვანით ცდილობს, თავის ფანტაზიები თავს მოახვიოს მთელ ქართულ საზოგადოებას. ხან ძველებს მიეფერება, ხან ახლების შემოყვანას დაჰპირდება, ხან ერთი ადამიანის მიმართ გამოხატავს სიყვარულს და ხან მეორე ადამიანის მიმართ. ეს მას ახასიათებს. დაინახა, რომ ძველი სახეები გადანაწილდნენ სხვადასხვა ნიშებში და ახლა ახალ სახეებზე ალაპარაკდა, რომელსაც არა რომელიმე ოპოზიციური პარტია მოაჯდება, არამედ თავად იქნება ამ ტალღის ამგორებელიც, ლიდერიც და წამყვანიც. საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის არ დაკარგავს პოზიციებს. ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor