სააკაშვილის საკანში არ გადაყვანა, ხომ არ შეიძლება დესტრუქციულმა ოპოზიციამ ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნიოს ?
ქვეყნის მთავარი ,,ბელადი” სააკაშვილი საკუთარ ტყუილებში აიხლართა – ჯერ ამტკიცებდა, რომ არაადამიანურად ეპყრობოდნენ, შემდეგ გვარწმუნებდა, რომ მოწამლეს, თუმცა ორივე სიყალბე აღმოჩნდა.
ამავდროულად, თითქმის ერთი წელი ,,შიმშილობდა” და ყოველ დღე კვდებოდა. მერე კი, ,,სასწაულებრივად” განიკურნა უკურნებელი სენისგან და პირველად მსოფლიოში დემენცია დაამარცხა.
დღვანდელ რეალობაში კი, მეორე წელია გაჯეჯილებულია ,,ვივამედის” ლუქს პალატაში და თითქმის, ყოველ დღე სახელმწიფოს დამაზიანებელ ფეისბუკ პოსტებს აქვეყნებს და თავის ,,მრევლს” უწყვეტი აქციებისკენ მოუწოდებს – არ ასვენებს გამჩენი.
რა თქმა უნდა, კოლექტიური ,,ნაცმოძრაობაც” მტკიცებით ფორმაში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
ეს ფარსი დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უტიფრად განაგრძო. ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მეტიც სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, აქვეყნებდნენ რეზოლუციებს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ეს ყალბი კამპანია, რომელშიც ადამიანური თუ ფინანსური რესურსი ჩადეს, ჩავარდა, რადგან ამჟამად ,,ვივამედის” კლინიკაში მყოფი არა ერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამაზე მეტყველებს სასამართლოში დისტანციურად ჩართვა და სოციალურ ქსელში სააკაშვილის ღია პოსტები, სადაც, როგორც გითხარით, ის კვლავ აქტიურობს და რადიკალურ პროტესტს ითხოვს.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი მის ადგილს დაუბრუნდეს – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განაგრძოს მრავალი წლის გატარება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რაც მან ქართული საზოგადოებას წინაშე ჩაიდინა.
მაშინ როცა, ყველანაირი სპეკულაცია ,,ბელადის” ირგვლივ დასრულებულია, ჯერ ისევ უცნობია, როდის მოხდება მისი საპატიმროში გადაყვანა.
ისმის კითხვა, როდის გადააბრძანებენ ამ მშიშარა გაიძვერას კუთვნილ საკანში ? რამეთუ, ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმეტესობის გულწრფელ სურვილს და მეორეს მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს რომელიმე პატიმრის სხვებისგან განსხვავებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას, ვინაიდან ამ ბედოვლათის ლუქს პალატაში გათხლიშვა ყველა დანარჩენი პატიმრის მიმართ დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
სხვათა შორის, მისმა ,,მრევლმა” და ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა კარგად იცოდა, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა ტყუილის კამპანიაში, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე მაინც ჩაერთო მოღალატე ოპოზიციის ნაწილი, რომლითაც სცადეს საგამოძიებო უწყებების დისკრედიტაცია. ასევე, ყველანაირად ეცადნენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ხელისუფლება შეერყიათ, თუმცა მათი ნატვრა არ და ვერ ახდა. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ყველაზე ცნობილი პატიმარი, რომლის სახელს ბევრი დანაშაული უკავშირდება, კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის მოლოდინში უნდა იყოს.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი




