• November

    5

    2024
  • 53
  • 0
დონალდ ტრამპი – კამალა ჰარისი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია, ჩვენ ასეთი ოთხი წელი უკვე გვყავდა

დონალდ ტრამპი – კამალა ჰარისი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია, ჩვენ ასეთი ოთხი წელი უკვე გვყავდა

აშშ-ის რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა გამართა მხარდაჭერებთან. ტრამპი მიჩიგანის შტატში სიტყვით თითქმის ორი საათის განმავლობაში გამოდიოდა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო მონაწილეობაა საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა თავისი არაერთი საარჩევნო დაპირება, მათ შორის ისაუბრა არალეგალურ მიგრაციაზე.

ტრამპმა ასევე ისაუბრა კამალა ჰარისზეც.

„ის დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანია და ჩვენ არ გვჭირდება ასეთი. ჩვენ ასეთი ოთხი წელი გვყავდა. თუ თქვენ ხმას მისცემთ მატყუარა კამალას, გექნებათ კიდევ ოთხი წელი უბედურების, წარუმატებლობის და კატასტროფის, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ვერასდროს გამოვა“, – თქვა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან მთელი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი შეხვედრა გამართა ამომრჩეველთან.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი მონაწილეობს, რომელიც 2016-2020 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო დემოკრატების კანდიდატი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია.

ორივე კანდიდატმა არჩევნების დაწყებამდე უკვე ჩაატარა ბოლო შეხვედრა მხარდაჭერებთან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor