• November

    5

    2024
  • 69
  • 0
მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს კანონის ფარგლებში დარჩნენ

მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს კანონის ფარგლებში დარჩნენ

რადიკალების არაფრისმომცემ და დეზინფორმაციაზე აგებულ პროტესტს ეხმაურებიან ,,ქართულ ოცნებაში”.

სახელისუფლებო გუნდი აქციის წინაპირობებს ვერ ხედავს და რადიკალებს დესტრუქციულ ნაბიჯებში ადანაშაულებს.

მმართველი პარტია ოპოზიციის იმ განცხადებებს დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს უწოდებს, რომლითაც ისინი ცდილობენ არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინონ.

,,ყველას აქვს აქციის ჩატარებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება, მაგრამ ეს უნდა ჯდებოდეს კანონის ჩარჩოებში. ჩვენ ვნახეთ დეზინმფორმაციული კამპანია, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაც ტყუილია. საკუთარი თავების გარდა თავიანთი მარცხი ყველას დააბრალეს. ვნახეთ მათი წინასაარჩევნო კამპანია, როცა თავიანთ ამომრჩევლს არ ესაუბრებოდნენ და მხოლოდ ტყუილი დაპირებებით გამოიჩეოდნენ”, -განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მმართველი გუნდი ოპონენტებს კვლავ ისტორიული არჩევნების შედეგებს ახსენებს და მოუწოდებს, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor