• November

    5

    2024
  • 65
  • 0
,,ნაცხროვა” საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მშიდობის მხარდამჭერია პრორუსებად და მოსყიდულებად ნათლავს და მათ დევნას კიბერბულინგით ახორციელებს

,,ნაცხროვა” საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მშიდობის მხარდამჭერია პრორუსებად და მოსყიდულებად ნათლავს და მათ დევნას კიბერბულინგით ახორციელებს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო მწვავდება ბულინგი და სიძულვილის კამპანია, რომლის შემოქმედები კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” და მათი მხარდამჭერები არიან.

ეს დესტრუქციული ძალები სოციალურ ქსელში აბულინგებენ იმ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევანი ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა.

მოსყიდულები, ველურები, პრორუსები – ასეთი ეპითეტები ისმის რადიკალების მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის გააკეთეს.

ის, რომ ამ ბნელი ძალების მხრიდან სიძულვილის ენით საუბარი არახალია, ამაზე მოწმობს მოღალატე ოპოზიციისა და მათი ,,ენჯეოების” წლების წინანდელი განცხადებები. სწორედ ეს პოლიტიკური აქტორები აკეთებენ, სიძულვილის კამპანიის წამახალისებელ განცხადებებს.

ამავე კონტექსტში განიხილება პრეზიდენტადწოდებული სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დღეს იმ დესტრუქციული ჯგუფების გვერდით დგას, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ სალომე ზურაბიშვილის ბულინგითა და მისი დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებულნი.

თავად სალომე ზურაბიშვილიც ღიად და დაუფარავად ცდილობს საზოგადოების დაპირისპირებას. ის გაკეთებული არჩევანის გამო საზოგადოებას ყოფს, იმ საზოგადოებას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის საპრეზიდენტო კარიერაში და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor