• November

    5

    2024
  • 81
  • 0
კამალა ჰარისი – დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს ერთად დავწერთ

კამალა ჰარისი – დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს ერთად დავწერთ

დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა ჰარისის საარჩევნო შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო შტაბის დილის 11 საათისთვის, პენსილვანიის შტატის ოლქებში კამპანიის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა 100 000-ზე მეტ კარზე დააკაკუნეს.

ამასთან, პენსილვანიის შტატში დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, გუბერნატორმა, ტიმ ვოლცმა აქცია გამართა, რათა აღნიშნულ მერყევ შტატში ამომრჩეველთა აქტივობა გაზარდოს.

პარალელურად, კამალა ჰარისი ინტერვიუებში მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვესაუბრები ხალხს და ვახსენებ მათ, რომ უნდა გავიდნენ და მისცენ ხმა. მოვუწოდებ ყველას, დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს დემოკრატიაში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და თქვენი ხმა არის თქვენი ძალა“, – განაცხადა ჰარისმა რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor