• November

    6

    2024
  • 50
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძვირფასო დონალდ და მელანია, თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში ახალ დასაწყისს გვთავაზობს ამერიკისთვის და ვალდებულებას – ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძვირფასო დონალდ და მელანია, თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში ახალ დასაწყისს გვთავაზობს ამერიკისთვის და ვალდებულებას – ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია.

„ძვირფასო დონალდ და მელანია, გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას. თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში გვთავაზობს ახალ დასაწყისს ამერიკისთვის და ვალდებულებას – ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის. ეს დიდი გამარჯვებაა. თქვენი ნამდვილი მეგობრები, ბენიამინ და სარა ნეთანიაჰუები“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor