• November

    6

    2024
  • 52
  • 0
ანტონიუ გუტერეში – ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას

ანტონიუ გუტერეში – ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას

ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს რწმენას, რომ შეერთებულ შტატებსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების არსებითი საყრდენია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებაშია აღნიშნული.

გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან.

„მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დემოკრატიულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას. ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს რწმენას, რომ შეერთებულ შტატებსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების არსებითი საყრდენია. გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან იმ დრამატული გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ჩვენი მსოფლიო დგას“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor