• November

    7

    2024
  • 77
  • 0
დონალდ ტრამპის ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში

დონალდ ტრამპის ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში

დონალ ტრამპის დიდი დაბრუნება თეთრ სახლში ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ – ამერიკის 47-ე პრეზიდენტი კვლავ დონალ ტრამპი გახდა, მან კამილა ჰარისი დაამარცხა.

გადამწყვეტი შედეგები მერყევმა შტატებმა აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით საპრეზიდენტო კანდიდატებს თითქმის ერთნაირი შედეგები ჰქონდათ, შედეგების პროგნოზირება რთული იყო.

დონალ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული. ახლა ტრამპის ადვოკატები ამ საქმეების გადავადებას ითხოვენ, რადგან ის უკვე ამერიკის პრეზიდენტია.

თავად ტრამპმა მიმართა თავის ამომრჩეველს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა ისიც, რომ ის მოდის ომის დასასრულებლად და არა ახალი ომების დასაწყებად.

თავის მიმართვაში ტრამპმა თქვა ისიც, რომ ამერიკას სჭირდება განკურნება და ერთიანობა.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს წინ პოლარიზებული და მკვეთრად დაძაბული გარემო უძღოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ორჯერ მოხდა დონალ ტრამპზე თავდასხმა.

ახლა მთავარი კითხვაა ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის შემდეგ, როგორ გაგრძელდება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ ის ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს ტრამპის მხრიდან, კრიტიკის საგანი არა ერთხელ გამხდარა.

მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, ამჯერად ტრამპის პოლიტიკა განსხვავებული იქნება და ისინი თანამშობლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

არჩევნების დღეს იყო მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დემონსტრაციები გაიმართებოდა, რის გამოც ვაშინგტონში სამთავრობო შენობებთან, მათ შორის პენტაგონთან და კაპიტოლიუმთან სამართალდამცავებმა ბეტონისა და რკინის დამცავი ჯებირები აღმართეს, თუმცა რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor