• November

    7

    2024
  • 43
  • 0
დიმიტრი პესკოვი – უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება

დიმიტრი პესკოვი – უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება

უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიას სოჭში განუცხადა, სადაც „ვალდაის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ჩვენ გვახსოვს ტრამპის დაპირება, ინაუგურაციამდე წარადგინოს რამე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, რომ ამას ერთ ღამეში შეძლებს. ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერაფერი განკურნავს, თუმცა ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

ამასთან, პესკოვს კითხვა დაუსვეს კამალა ჰარისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, პუტინი ტრამპს „ლანჩზე შეჭამს“. პესკოვის თქმით, „პუტინი ადამიანებს არ ჭამს“.

პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპის გუნდის წევრებს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების რამდენიმე ვერსია აქვთ, რომლებიც კონფლიქტის გაყინვასა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. კრემლის პრესმდივანმა აღნიშნულ პუბლიკაციას აბსტრაქტული უწოდა.

„ეს ჰგავს უკრაინის საკითხზე „უოლ სთრით ჯორნალის“ გეგმას. პუბლიკაციები სულ უფრო და უფრო აბსტრაქტულ ხასიათს ატარებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor