• November

    8

    2024
  • 54
  • 0
პოლონეთის პროკურატურა – რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ

პოლონეთის პროკურატურა – რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ

რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-სა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ.

პოლონეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული სპეცსამსახურები დგანან საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, როდესაც ამანათებს ცეცხლი წაეკიდა. თუმცა, პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ამანათები სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო.

საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც მაგნიუმის ბაზაზე აალებად ნივთიერებას შეიცავდა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, რთულად ჩაქრობადი ხდება.

„შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ნახსენები დივერსიები იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული“, – განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების პრესსპიკერის, ფშემისლავ ნოვაკის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები საერთაშორისო დაჯგუფებაში მონაწილე პირთა გამოსავლენად.

მათი ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია უკრაინის ოთხი მოქალაქე, რუსეთის ორ მოქალაქეს კი ეძებენ.

რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Wall Street Journal-ი წერდა, რომ ამანათები აშშ-ისა და კანადის რეისებზე აფეთქებისთვის იყო გამზადებული.

რუსეთის საელჩოს ვარშავაში პოლონეთის პროკურატურის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor