• November

    8

    2024
  • 90
  • 0
,,მძინარე ჯოს” რადიკალი ლიბერალები ცდილობენ შოლცი საქართველოზე ,,დაგეშონ” ?

,,მძინარე ჯოს” რადიკალი ლიბერალები ცდილობენ შოლცი საქართველოზე ,,დაგეშონ” ?

რატომ სცალიათ საქართველოსთვის თითქმის თანამდებობა დაკარგულ ევროკავშირის დიდ ლიდერებს? 

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მძიმე საკადრო შეცდომის გამო თავზე დაემხო ძლივს შეკოწიწებული კოალიცია. უახლოეს მომავალში გერმანიაში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება. მიუხედავად ამხელა პრობლემებისა შოლცი, როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის იცლის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის და სამოქალაქო მშვიდობისათვის საფუძვლის შემქმნელი ორი ისეთი ისეთი კანონის გაუქმებას გვთხოვს, როგორიცაა უცხოური გავლენის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობისათვის მიღებული ნორმატიული აქტი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ,,ოჯახური ფასეულობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის რიტორიკულ კითხვაზე ,,GEO NEWS” შეეცდება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კონტექსტი დაგანახოთ და გაჩვენოთ თუ რატომ ,,იცლის” საქართველოსთვის შოლცი. 

2025 წლის 20 იანვრიდან ძალაუფლებას ,,აშშ”-ში პრეზიდენტი ტრამპი გადაიბარებს, მანამდე კი ,,მძინარე ჯო” სუფევს თეთრ სახლში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რადიკალ ლიბერალებს მთელ მსოფლიოში სულ რაღაც ორიოდე თვე დარჩენიათ საკუთარი აგრესიული დღის წესრიგის მეტ-ნაკლებად სრულყოფისათვის. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უკვე დღეს საჯაროდ იხვეწება რუსეთის ფედერაციის ,,გაყინული” სამასი მილიარდი ,,ჩაგვახუტეთო”. ხოლო შოლცი, როგორც ,,ჯოს” მარცხენა ან მარჯვენა თანაშემწე პირდაპირ დირექტივას ასრულებს და საქართველოს მთავრობის ,,დაბულინგებას” ცდილობს, რაკიღა კოლექტიურმა ,,ნაცებმა” ქუჩაში გავარდნით ბევრი ვერაფერი შედეგი დადეს და ეს ყველაფერი სადაცაა ყოველდღიურ რუტინად გადაიქცევა, ახლა აუცილებელია ე.წ. მძიმე არტილერია ჩაერთოს საქმეში და ვინ თუ არა, თითქმის გაგდებული შოლცი მოაწერდა ხელს ასეთ არასახარბიელო დავალებას. მაკრონს კიდევ აქვს რამდენიმე წელი, ხოლო სტამერს 4 წელი აქვს წინ. ასე რომ, ევროპული ,,დიდი სამეულიდან” მხოლოდ გაგდებულ შოლცს გზაში დააწიეს ბოლო დავალება, რომ იქნებ როგორმე გერმანიაში განათლება მიღებული კობახიძისთვის ,,წირვა” გამოეყვანა. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor