• November

    10

    2024
  • 41
  • 0
დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი ბრაიან ლანზა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა

დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი ბრაიან ლანზა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა

დონალდ ტრამპის გარდამავალი ოფისი აცხადებს, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი, რომელმაც „ბიბისისთან“ ინტერვიუში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე ისაუბრა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ბრაიან ლანზა საარჩევნო შტაბის კონტრაქტორი იყო. ის არ მუშაობს პრეზიდენტ ტრამპისთვის და არ საუბრობს მისი სახელით“, – განაცხადეს დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში.

ბრაიან ლანზამ, რომელიც რესპუბლიკელთა დიდი ხნის სტრატეგია, ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტ ზელენსკის სთხოვს, „მშვიდობის რეალისტური გეგმა“ წარადგინოს. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება მშვიდობის აღდგენა და არა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება, გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არ არის სერიოზულად განწყობილი. ყირიმი აღარ არის“, – განაცხადა ბრაიან ლანზამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor