
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ესპანეთში განმეორებითი დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან
უსახლკაროდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი, დატბორილი ქუჩები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ასეთი სურათია ესპანეთში, სადაც განმეორებითი დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან. იზრდება დაღუპულთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 93 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებთან ერთად ჩართული არიან მოხალისეები.
სტიქიას ებრძვიან ვალენსიაში, სადაც მოვარდნილმა წყალმა ავტომობილები გაიტაცა. არ არის მსხვერპლი ვალენსიას ქუჩები, თუმცა პარალიზებულია და განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სტიქიით გამოწვეული ზარალი მასშტაბურია.
ოფიციალური მონაცამებით, ზარალი 10 მილიონ ევროს აჭარბებს.
ვალენსიაში მოქალაქეებმა სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირება გააპროტესტეს, როგორც საერთაშორისო მედია წერს, აქციის მონაწილეებმა რეგიონის მმართველის გადადგომაც მოითხოვეს.
როგორც მომიტინგეები ამბობენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გვიან გაავრცელა. იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც მომიტინგეებმა ხანძარი გააჩინეს.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





