• November

    11

    2024
  • 85
  • 0
რა საუბარი შედგა ტრამპსა და ზელენსკის შორის და როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები ?

რა საუბარი შედგა ტრამპსა და ზელენსკის შორის და როდის დასრულდება უკრაინაში საომარი მოქმედებები ?

დასრულდება თუ არა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ?

ცივილიზებული სამყარო იმ პირობის შესრულებას ელოდება, რომელიც დონალ ტრამპმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო.

როგორ ესახება ტრამპს ომის უმოკლეს ვადებში დასრულება გაურკვეველია. ასავე, უცნობია ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსიც. მთავარი კითხვის ნიშნები უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის ირგვლივ არის დასმული, რაც ომის ბედს დიდწილად განსაზღვრავს.

გააგრძელებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის იმავე მოცულობით დაფინანსებას, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს – ეს საკითხი ღიად რჩება. თავის მხრივ, ჯერ კიდევ მომქმედი ადმინისტრაცია გეგმავს, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე ყველა დაპირებული პაკეტი დაამტკიცოს. ერთ-ერთი ბოლო სიახლე 425 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი პაკეტის შეთანხმება იყო.

უკრაინისგან განსხვავებით, სიტუაცია გაცილებით ნათელია ისრაელის შემთხვევაში. ტრამპს მკაფიოდ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია აქვს და არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანამ თავისი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ცნობილია, რომ ამერიკის უკვე 47-ე პრეზიდენტი მხარს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულებებსა და ოჯახურ ღირებულებებს უჭერს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

კონფლიქტების გარდა, განსაკუთრებული მსჯელობის საგანია, თუ რას შეცვლის ტრამპის პრეზიდენტობა ეკონომიკური თვალსაზრისით. არსებობს მოსაზრება, რომ სავაჭრო და ტექნოლოგიური ცივი ომი ცხელ ფაზაში გადავა, სადაც მთავარი კონკურენტები კვლავ შტატები და ჩინეთი იქნებიან. ტრამპს ეკონომიკური გაჯანსაღების, შტატებში ინფლაციის შემცირების, ფასებისა და გადასახადების დაწევის ამბიციური გეგმა უკვე გაცხადებული აქვს. მისი მთავარი დაპირებების 7 პუნქტიან ჩამონათვალში პირველ ადგილს უკანონო მიგრანტების დეპორტაცია და მექსიკის საზღვართან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაწყებული კედლის მშენებლობის დასრულება იკავებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor