• November

    11

    2024
  • 57
  • 0
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის სურვილი. შოლცის თქმით, მან გადაწყვიტა, პუტინთან „შესაფერის დროს ისაუბროს“.

„მაგრამ მე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვარ და ამას მარტო არ გავაკეთებ“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პუტინთან დიალოგი მოითხოვს მრავალ კონტაქტსა და მოლაპარაკებას სხვა მხარეებთან. შოლცის თქმით, ვითარება უკრაინასთანაც უნდა იყოს განხილული.

კითხვაზე, თუ როდის დადგება პუტინთან მოლაპარაკებების დრო, კანცლერმა უპასუხა: „მალე“.

ცნობისთვის, ოქტომბერში შოლცმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართოს.

კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი მზადაა შოლცთან სასაუბროდ, თუმცა რუსულ მხარეს ბერლინისგან წინადადებები არ მიუღია.

შოლცი პუტინს ბოლოს 2022 წლის ბოლოს ესაუბრა.ახალა

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor