ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ხუთი წლის გეგმა ცნობილია – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ განიხილება
ევროკომისრობის კანდიდატის ( ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ) მარტა კოსის პოსტზე დანიშვნის მოსმენის დროს, არსებითად გამოვლინდა, ევროკავშირის მომდევნო ხუთი წლის გეგმა.
უპირველეს ყოვლისა, კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ახალი გეოპოლიტიკური ვითარებისა, როდესაც უკრაინაში ბრძოლებმა ევროკავშირის გაფართოების საკითხი პრიორიტეტებს დაუბრუნა, ის განხორციელდება მხოლოდ ექსკლუზიური და განსაკუთრებული „დამსახურებით“.
გარდა ამისა, მისი თქმით, „სახელმწიფოები, რომლებმაც მოგვიანებით შეიტანეს წევრობისთვის განაცხადი, არ უნდა გახდნენ კონკურენტები მათთვის, ვინც ეს მათზე ადრე გააკეთა“. ამის საფუძველზე მომავალმა ევროკომისარმა გამოთქვა რწმენა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რისთვისაც არის შექმნილი ახალი ევროკომისიის მანდატი, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება დასრულდეს „ერთ ან ორ ბალკანურ ქვეყანასთან“.
„მონტენეგროსთან მოლაპარაკების ყველა საკითხი შეიძლება დაიხუროს 2026 წლის ბოლოსთვის, ხოლო ალბანეთთან – 2027 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
კოსმა არ ახსენა რეგიონის საკვანძო ქვეყანა – სერბეთი და მხოლოდ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის შექებით შემოიფარგლა, რომელმაც ახლახან გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა სერბეთის კანონები ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“.”
ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სიტყვები საქმით უნდა იყოს გამყარებული”, – დასძინა მატთა კოსმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომლებმაც ახლახან მიიღეს კანდიდატთა სტატუსი დაჩქარებული წესით, არ არიან ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი პრეტენდენტების სიაში.
რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ჩვენი ქვეყანა ნახსენებიც კი არ ყოფილა.
,,GEO NEWS”





