• November

    11

    2024
  • 48
  • 0
კრემლმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო

კრემლმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო

კრემლმა უარყო ინფორმაცია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.

კრემლის განცხადებით, პუტინი ჯერჯერობით არ გეგმავს ტრამპთან საუბარს.

„ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის გამოგონილი ამბავი, ეს არის მცდარი ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ შემდგარა. ეს არის ნათელი მაგალითი ინფორმაციის ხარისხის, რომელიც ახლა ქვეყნდება, ზოგჯერ საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე გამოცემებშიც კი“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ტრამპთან საუბარს, პესკოვმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით „კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს“.

ცნობისთვის, Washington Post-მა უცნობ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მაც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor