• November

    11

    2024
  • 48
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუს ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს, კორუფციის საქმეზე ნეთანიაჰუს ჩვენების მიცემა გადაიდოს

ბენიამინ ნეთანიაჰუს ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს, კორუფციის საქმეზე ნეთანიაჰუს ჩვენების მიცემა გადაიდოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადვოკატები იერუსალიმის რაიონულ სასამართლოს მიმართავენ თხოვნით, კორუფციის საქმეზე ნეთანიაჰუს ჩვენების მიცემა 2,5 თვით გადაიდოს.

როგორც ისრაელის მედია იუწყება, ამის მიზეზად დასახელებულია პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რის გამოც, ადვოკატების თქმით, ჩვენებისთვის მომზადება „შეუძლებელი გახდა“.

მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ „ეს მცირე შეყოვნება საშუალებას მისცემს დაცვის მხარეს, სათანადოდ მოემზადოს ჩვენებისთვის და არ დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს“.

ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის ოფისის გამაგრებული ბუნკერიდან მუშაობს, რაც უსაფრთხოების პროტოკოლით არის გაწერილი. შესაბამისი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ოქტომბერში დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ნეთანიაჰუს სახლს დრონით დაესხა თავს.

გეგმის მიხედვით, ნეთანიაჰუმ სასამართლოს 2 დეკემბერს უნდა მისცეს ჩვენება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრს ბრალი ედება თაღლითობასა და ქრთამის აღებაში. ნეთანიაჰუს 2020 წლის იანვარში წაუყენეს ბრალი და სასამართლო პროცესი იმავე წლის მაისში დაიწყო.

როგორც მედია წერს, ეს პროცესები, მათ შორის შესაძლო აპელაციები, სავარაუდოდ, არ დასრულდება 2028-2029 წლამდე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor