• November

    11

    2024
  • 45
  • 0
ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა

ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა

ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა.

როგორც რუსულ მედიას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა, 5 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა „ბრიქსში“ პარტნიორად ჩართვისთვის.

დოკუმენტი პირადი შეხვედრის დროს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რაიჟენკოვმა რუსეთის ელჩ ბორის გრიზლოვს გადასცა.

„პარტნიორის სტატუსის მიღების შესახებ წერილობითი მოწვევის ოფიციალური პასუხი წევრ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებული პროცედურის აუცილებელი ელემენტია. სწორედ ამ მომენტიდან ქვეყანა ოფიციალურად ითვლება „ბრიქსის“ პარტნიორად“, – აღნიშნეს სამინისტროში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor