
წყალწაღებული ოპოზიცია მიხეილ როთისა და სხვა მსგავსი ევროპარლამენტარების ხავსს ეჭიდება
პოლიტიკურ ვნებებში ჩაკარგული ოპოზიციის დღის წესრიგად ისევ ქუჩა რჩება – ნაცნობი ხელწერითა და უცვლელი სპიკერებით.
რადიკალების ჟანგბადი მიხაელ როთი და ეროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები მოღალატე ოპოზიციის აქციაზე გუშინ უკვე მეორედ აღმოჩნდნენ.
ქართულმა საზოგადოებამ რადიკალებისა თუ მათი დასავლელი ხელმძღვანელებისგან აქციაზე კვლავ უსაფუძვლო ბრალდებები მოისმინა. მათ კვლავ გაიმეორეს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რაც არარეალისტურია.
პოლიტიკურ სცენაზე ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა მიხაელ როთი, რომლის გამოსვლა საზოგადოებას ( პარლამენტთან რადიკალების აქციაზე ) კარგად ახსოვს, როდესაც როთმა ქართული საზოგადოების გაბრაზება ქართული ეკლესიის შეურაცხყოფით მოახერხა.
აქციამდე იყო შეხვედრა კონსტიტუციის დამრღვევ და ორბელიანების სასახლის დაბუდებულ სალომე ზურაბიშვილთან, სადაც მას ტრიბუნა საგანგებოდ დაუთმეს.
როთმა და სხვა ევროპელმა სტუმრებმა ისაუბრეს აბსურდზე, რომელიც რადიკალების ნარატივში ჯდება. კვლავ მოწოდებები კანონების გაუქმებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქართული საზოგადოების შანტაჟი, რომ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს.
ასევე, იყო შეხვედრები ოპოზიციასთან და გაუმჭირვალე ,,ენჯეოებთან”.
ევროპელ სტუმრებთან შეხვედრაზე უარი თქვა ,,ქართულმა ოცნებამ”.
სახელისუფლებო გუნდი არშემდგარი შეხვედრის მიზეზს ასაბუთებს და ამბობს, რომ ამის არგუმენტი მათ მიერ გაკეთებული არამეგობრული განცხადებებია, რომლის რეალური მიზანი ოპოზიციის მხარდაჭერა და მიკერძოებულობაა.
სახელისუფლებო გუნდი დასაბუთებულად უცხოელ აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.
სწორედ ეს ბოლო ბერკეტი აქვს ოპოზიციას განცდილი მარცხის, ვერშემდგარი პროტესტისა და არარსებული კარვების შემდეგ. ისინი სახელისუფლებო გუნდზე საერთაშორისო ზეწოლით ცდილობენ ხელისუფლების სათავეში მოსვლას და ქვეყნის ცხრა წლიან დიქტატურულ რეჟიმში დაბრუნებას. ამ დრომდე აუსრულებელი რადიკალური ოცნების ასასრულებლად ქვეყნის იმიჯის შერყევას ცდილობენ და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ასაღებად ყველაფრისთვის მზად არიან, თუნდაც იმისთვისაც, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
ირაკლი გუნია





