• November

    13

    2024
  • 53
  • 0
„ბილდი“ – რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით, 15 პროცენტი დაიკავეს

„ბილდი“ – რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით, 15 პროცენტი დაიკავეს

რუსული ჯარები უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით, 15 პროცენტი დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“, ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტ იულიან რიოპკეზე დაყრდნობით წერს.

მოხსენების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კუხაროვოს მახლობლად ალყა ემუქრება, რადგან ჩრდილოეთიდან წყალსაცავია, ხოლო რუსული ჯარები აღმოსავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მიიწევენ წინ.

იულიან რიოპკე აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 5-6 კმ-იანი წინსვლა და შევიდნენ სოფელ დალნეიეში, რამაც უკრაინის არმიის ნაწილების დაყოფა გამოიწვია.

მითითებულია, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებისთვის ალყიდან გამოსვლის ერთადერთ გზად რჩება სოფელი კონსტანტინოპოლსკოე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor