• November

    13

    2024
  • 101
  • 0
რადიკალები მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და სიების ჩახსნას მოითხოვენ

რადიკალები მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და სიების ჩახსნას მოითხოვენ

ბარიერ გადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის უპატივცემულობა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ – რადიკალები მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და 2020 წლის სცენარს კვალ და კვალ მიჰყვებიან.

რადიკალები შესაბამისი პროცედურის დაწყებას პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნამდე მოითხოვენ და ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მათი საარჩევნო სიების წევრები რეგისტრაციაში არ გაატარონ  –  შესაბამისად, პარლამენტს არ გადაუგზავნონ. და ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს კანონმდებლობა მსგავს რამეს არ ითვალისწინებს.

კანონში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე და საკანონდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე, სადეპუტატო მანდატების გაუქმება დაუშვებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია ,,ცვლილებებისთვის”, რომლებიც წარსულში კარგად ნაცნობ გეგმას მიჰყვებიან. დიახ, ასე იყო 2020 წელსაც, როცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ, თუმცა მალევე მათი გეგმები შეიცვალა და პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამ ბერკეტით მოქმედებს დღესაც დასავლეთის ინტერესების გამტარი ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებაში არარეალური სურათის დახატვას ცდილობს და კვლავ მორიგი ყალბი განცხადებებით შემოიფარგლება. რადგან მათი აქციები წარუმატებელი აღმოჩნდა ახლა ისღა დარჩენიათ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს შეეგუონ, რომლითაც ქვეყნის სათავეში კვლავ ,,ქართული ოცნება” დარჩა.

როგორი იქნება რადიკალების საბოლოო გეგმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს არ კონკრეტდება, თუმცა ძნელად გამოსაცნობი არაა, რომ ისინი მორიგ უშედეგო აქციას დაანონსებენ. ამ დრომდე უცნობია, როდის ჩატარდება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, კანონდებლობით პარლამენტის სხდომა საარჩევნო ადმინისტრაციის შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან ერთ თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor