• November

    13

    2024
  • 47
  • 0
თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით არ გააგრძელებს და არ განავითარებს ურთიერთობას ისრაელთან.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მმართველ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს, გაწყვიტოს ურთიერთობა ისრაელთან და ამ გადაწყვეტილებას მომავალშიც დაიცავს.

„ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ იმის გამო, რაც გააკეთეს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიმართულებას არა ცილისმწამებლების ბინძური წინადადებების მიხედვით, არამედ იმ მიმართულების მიხედვით, რომელზეც ჩვენი ერი მიუთითებს. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, უდავოდ არის თურქეთი“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor