
ოპოზიციურ ფლანგზე სრული ქაოსია
26 ოქტომბერს განცდილი მარცხის შემდეგ, ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა. შემოდგომის თბილისში გასეირნებისა და ევროპელი სტუმრების დახვედრის შემდეგ, მათი საზრუნავი პარლამენტის ბოიკოტირებაა.
საპარლამენტო სიების ჩახსნაზე გაგზავნილი ხელმოწერები კი, ფურცელზე დარჩა, რადგან პარლამენტის პირველ სხდომამდე კანონის მიხედვით, ეს ყოველივე შეუძლებელია. სწორედ ეს შეახსენა ყოფილ და მომქმედ ,,ნაციონალებს” ბაქოდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ახლა თვითგანადგურების რეჟიმზე მუშაობს.
რადიკალები ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და არალეგიტიმურად სცნობენ. არადა, პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართული საზოგადოებისგან უკვე აქვს, რომელმაც მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნება”-ს დაუჭირა.
პარლამენტში არ შესვლა და პარლამენტის პირველი სხდომისთვის ქუჩის პროტესტის ნაწილში მზადება – სწორედ აქეთკენ არის მიმართული გამყიდველი ოპოზიციის გეგმები.
ნიკა გვარამიამ ისევ კარვები დაანონსა, ის კარვები, რომლის შეძენას, ან ჩუქებას საჯაროდ აანონსებდა.
ოპოზიციურ ფლანგზე სრული ქაოსია. ხელმოცარულებს უიმედობის განცდა იპყრობს, რომელიც მარცხისთვისა განწირული, ამ ფონზე კი, ხელისუფლება ქვეყანაში იმ რეფორმების ტალღას განაგრძობს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ,,ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია.
ირაკლი გუნია





