• November

    14

    2024
  • 77
  • 0
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური აქციის უკან გახარია-ხაზარაძის ჩრდილი ჩანს ?

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური აქციის უკან გახარია-ხაზარაძის ჩრდილი ჩანს ?

„ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ეხმიანება დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს.

დღეს ბსუ-ში სტუდენტების ჯგუფი პროტესტის ნიშნად შეიკრიბა. მათ განაცხადეს, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.

აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობები, „მარტიანელები“ და „პერსპექტივაა“.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ ლექციების დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები დღეს ბსუ-ს შენობაში აპირებენ დარჩენას.

,,GEO NEWS”- ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით ( რომელიც ახლახან დაგვიკავშირდა) , ის სტუდენტები, რომლებმაც დღეს ბათუმის  შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამოსვლები გააკეთეს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩვენი ხმა ევროპას”, ,,ლელოს” და ,,გახარიას საქართველოსთვის” ახალგაზრდულის აქტივისტები არიან.

,,სინამდვილეში ეს ბავშვები თავს აპოლიტიკურ რიგით სტუდენტებად გვაჩვენებენ, მაგრამ მათი ეს ,,თაღლითობა” განწირულია. საერთო ჯამში, ეს ახალგაზრდები ზემოთ ხსენებული პარტიების პროპაგანდისტებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს”,- გვიმტკიცებს წყარო.

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor