• November

    15

    2024
  • 143
  • 0
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძე წარადგენს

16 ნოემბერს, საბავშვო ევროვიზია გაიმართება, სადაც მონაწილეობას 17 ქვეყანა იღებს :  საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, ესპანეთი და უკრაინა.

საბავშვო ევროვიზია წარმოადგენს იმ პლატფორმას, სადაც ახალგაზრდა მომღერლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობით გამოსვლითა და ნიჭით მსოფლიოს წინაშე წარსდგნენ.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი პირველად 2003 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლების მხარდაჭერა, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა.

საქართველო უკვე სამჯერ გახდა საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული. ეს წარმატებები ადასტურებს ქართველი ახალგაზრდების განსაკუთრებულ ნიჭსა და პოტენციალს მუსიკალურ სფეროში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ტელეეთერშიც იქნება. ასევე შეგიძლიათ თვალყური ონლაინ ტრანსლაციების მეშვეობითაც ადევნოთ.

მოამზადა გიული ირემაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor