• October

    1

    2023
  • 479
  • 0
რომელ დასავლურ ქვეყნებში ამზადებენ ქართველებს ხელისუფლების დასამხობად და იქნება თუ არა დაკავებების სერია ?

რომელ დასავლურ ქვეყნებში ამზადებენ ქართველებს ხელისუფლების დასამხობად და იქნება თუ არა დაკავებების სერია ?

ვლადიმერ ხომერიკი : ,,დღეს საქართველოს გონიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც, რუსეთის დახმარებით ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს”

გეგმავს თუ არა ,, აშშ ” საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და რომელ დასავლურ ქვეყნებში ამზადებენ ბანდებს ახალი ,,ევრომაიდნისთვის” ? ,,Geo News” ,, რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, რუსეთის ეროვნული ასოციაციების კონგრესის პრეზიდენტს, ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს ექსკლუზიურად ესაუბრა.

– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის თანამოაზრეები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ, რასაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. მოგეხსენებათ, ოქტომბერში ევროკომისიამ უნდა შეაფასოს საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. კულუარებში ამბობენ, რომ პასუხი, სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება. თქვენი ინფორმაციით, დგას თუ არა საქართველო საფრთხის წინაშე და ნამდვილად მზადდება თუ არა სახელმწიფო გადატრიალება ?

-დიახ, უტყუარი ინფორმაციაა, რადგან ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა. სიტუაცია მართლაც დაძაბულია, მაგრამ რაც მთავარია, მათ ამის შესახებ იციან და სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებენ. ახლა მცდელობები, რა თქმა უნდა, იქნება, რადგან ოპოზიცია დასავლეთზე მუშაობს, დასავლეთს კი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ სურს. ამიტომ ყველანაირად შეეცდება ხალხი გააქეზოს და რადიკალურ ოპოზიციას ქუჩაში გამოაყვანინოს, ერთი სიტყვით, ქაოსისა და არეულობის ტალღაზე გადააყვანინოს, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან სინამდვილეში ქართული საზოგადოება სულ სხვა რაღაცისკენ ისწრაფვის.

მე მაქვს ინფორმაცია და ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით  – პოლონეთში 500 ქართველს  ( დაქირავებულ ახალგაზრდას ) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ამზადებენ. ისინი იქ წვრთნებს გადიან. და ეს ცენტრები არა მარტო პოლონეთშია, არამედ უკრაინაში, ბელგიაში, ამერიკაში და გერმანიაში.

ვიმეორებ, 500 ახალგაზრდა ( დაახლოებით  25 – 30 წლის ) გადის ტრენინგს, ასე ვთქვათ,  კარგად დაგეგმილ წრთვნას საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. ისინი სერიოზულად ემზადებიან. აქციებზე ხალხის წამქეზებლები, პროვოკატორები იქნებიან და ყველანაირად შეეცდებიან მთავრობის დამხობას. ასევე მათ მხარს დაუჭერენ, გვერდში დაუდგებიან ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. თუ ეს დაქირავებული ხალხი ამ საშინელებაში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ისინი თვით საქართველოს მტრები იქნებიან, და არა მხოლოდ რუსეთის.

აქვე გეტყვით, რომ გადატრიალების მოწყობაში გიორგი ლორთქიფანიძის გარდა ჩართულია სააკაშვილის თითქმის ყველა თანამოაზრე. მოგეხსენებათ, ლორთქიფანიძე ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. და დღეს მერაბიშვილიც უკრაინასა და პოლონეთშია. ვიმეორებ, არის ჯგუფები პოლონეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ბელგიაში და გერმანიაში. ეს ბანდა აპირებს საქართველოში არეულობას, მათ კარგა ხანია საქართველოს ბედი არ აღელვებთ.

მოდით პირდაპირ გკითხავთ, რას იზამს რუსეთი თუ საქართველოში სიტუაცია დაიძაბება, ჩაერევა ? გვითხარით, რას ამბობენ პოლიტიკურ წრეებში…

-პირდაპირ გეტყვით, საქართველოს სჭირდება რუსეთის დახმარება. მეტიც, ვფიქრობ, ეს დიდი ხნის წინ იყო საჭირო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა შესაძლებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან დროულად ჩამოცილება და მთავრობაში ჯანსაღი ოპოზიციის მოყვანა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე იფიქრებდა და იზრუნებდა.

დღეს საქართველოს გონიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც, ასე ვთქვათ, რუსეთის დახმარებით ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს, რადგან არ ერთვება დაპირისპირებებში. ქართველებს კარგად ესმით ფაშიზმის საფრთხე, ამიტომ ისინი ლოიალურნი არიან.  მოხარული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მოხსნა და საჰაერო მიმოსვლა აღდგა, მაგრამ ახლა რუსეთმა უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს.

თუ ევრომაიდნის საფრთხე იქნება, ვფიქრობ, ხელისუფლება ამას გაუმკლავდება. ისინი მზად არიან. მათ უკლებლივ ყველას სახელი და გვარი იციან, ვინც ამას გეგმავს და ამაში მონაწილეობს.

მე პირადად ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ პრევენციული ზომები მიიღოს. დიახ, წინასწარ დააკავოს ყველა მონაწილე, წამქეზებელი, ვინც საქართველოს  თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და სამშობლო ამერიკული დოლარების სანაცვლოდ გაყიდა. ეს ადამიანები ზიანს აყენებენ საკუთარ ქვეყანას, ხალხს.

და მაინც, თუ არეულობა მოხდება, რა ბედი ეწევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ?

-ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სცენარისგან. რუსეთმა გამოტოვა უკრაინის მოვლენები და ფაშისტებსა და ამერიკელებს საშუალება მისცა სახელმწიფო გადატრიალება განეხორციელებინათ, რამაც ომი გამოიწვია. რუსეთს მოუწევს, მწარე გაკვეთილებისა და გამოცდილების შემდეგ, ძალიან სწრაფად ჩაერიოს და საქართველოში ხელისუფლების შეცვლა არ დაუშვას, რადგან ეს იქნება კატასტროფა, პირველ რიგში, საქართველოსთვის.

ეს ხელისუფლება, რომ დაამხონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დაიძაბება, მეტიც მტრული გახდება, რაც არ უნდა დავუშვათ.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor