• November

    18

    2024
  • 55
  • 0
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სლოვაკეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა.

ბრატისლავაში ათასობით ადამიანი რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გავიდა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური ძალები, მათ შორის „პროგრესული სლოვაკეთი“, „თავისუფლება და სოლიდარობა“ და კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატები“. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: „მთავრობა გვართმევს თავისუფლებასა და დემოკრატიას“.

„პროგრესული სლოვაკეთის“, რომელიც ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარული პარტიაა, თავმჯდომარემ, მიხალ შიმეჩკამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.

„სლოვაკეთი არის და იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, ხოლო თავისუფალი ადამიანები არ გაჩუმდებიან“, – განაცხადა შიმეჩკამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor